Accentnews.ge
ქვეყნის მასშტაბით 11 კრიტიკულად მძიმე პაციენტია

ქვეყნის მასშტაბით 11 კრიტიკულად მძიმე პაციენტია

18/09/2020 07:23:35 საზოგადოება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამჟამად კოვიდცენტრებსა და სასტუმრო სამკურნალო დაწესებულებაში ჯამურად 1 657 პაციენტი მკურნალობს. აქედან 11-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, 75-ის კი მძიმე.

მისივე თქმით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 34 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. აქედან ერთი კრიტიკული, 4 კი მძიმე პაციენტია.

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 182 ადამიანს დაუდასტურდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 3119 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1435 შეადგენს. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S