Accentnews.ge
აფხაზეთში კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

აფხაზეთში კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

17/09/2020 15:30:29 საზოგადოება

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 93 ადამიანს და დაავადება 26-ს დაუდასტურდა.

გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში 72 კოვიდ–ინფიცირებული მკურნალობს, მათგან 6 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ოკუპირებულ აფხაზეთში სულ კორონავირუსით ინფიცირების 782 შემთხვევაა დაფიქსირებული. 226 პირი გამოჯანმრთელდა, 7 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S