Accentnews.ge
ჯანმოს მონაცემებით, მსოფლიოში ყოველი 7 კოვიდ–ინფიცირებულიდან ერთი მედიკოსია

ჯანმოს მონაცემებით, მსოფლიოში ყოველი 7 კოვიდ–ინფიცირებულიდან ერთი მედიკოსია

17/09/2020 16:05:32 მსოფლიო

მსოფლიოში ყოველი 7 კოვიდ–ინფიცირებულიდან ერთი მედიკოსია, ხოლო ზოგიერთ ქვეყანაში, ყოველი 3 ინფიცირებულიდან - ერთი. შესაბამის მონაცემებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.

ჯანმო კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე მომუშავე მედიკოსების დამცავი აღჭურვილობით უზრუნველყოფის აუცილებლობაზე საუბრობს.

„გლობალურად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ახალი კორონავირუსის რეგისტრირებული შემთხვევების 14 % ჯანდაცვის სფეროს მუშაკებზე მოდის, ზოგიერთ ქვეყანაში ეს მაჩვენებელი 35%–ს აღწევს“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 945 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 30 000 000–ზე მეტი ადამიანი, 21 809 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 179 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2937-მდე გაიზარდა. მათგან გამოჯანმრთელებულია 1422. COVID-19-ით გარდაცვლილია 19 ადამიანი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S