Accentnews.ge
ბათუმის ინფექციური ცენტრის ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბათუმის ინფექციური ცენტრის ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

17/09/2020 14:57:49 საზოგადოება

ბათუმის ინფექციური პათოლოგიის შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრის ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებულია კლინიკის ექიმი და დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი.

როგორც კლინიკის დირექტორი ციური აბულაძე აცხადებს,სხვა ყველა თანამშრომელს ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდა და ყველას პასუხი უარყოფითია.

"ინფიცირების წყარო არ ვიცით. ყველა რეკომენდაციას ვიცავთ და შენობის დეზინფექცია ჩატარდა. დაწესებულება აგრძელებს ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობას",- აცხადებს ციური აბულაძე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S