Accentnews.ge
ევროპის სასამართლომ რუსეთის ნავთობისა და გაზის კომპანიებისთვის დაწესებული სანქციები ძალაში დატოვა

ევროპის სასამართლომ რუსეთის ნავთობისა და გაზის კომპანიებისთვის დაწესებული სანქციები ძალაში დატოვა

17/09/2020 11:49:55 მსოფლიო

ევროკავშირის უმაღლესმა სასამართლო ორგანომ რუსეთის ნავთობისა და გაზის კომპანიებისთვის უკრაინაში რუსეთის მოქმედებების გამო დაწესებული სანქციები ძალაში დატოვა.

ევროპის სასამართლომ 17 სექტემბერს გამოაცხადა, რომ ძალაში დატოვა ევროკავშირის დაბალი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, უკუგდებულ იქნეს სარჩელი სანქციების წინააღმდეგ, რომლებიც დაუწესდა სახელმწიფო ნავთობკომპანია „როსნეფტის“ შემადგენლობაში შემავალ კომპანიებს. სასამართლოს თანახმად, „ზომები სათანადოდ იყო დასაბუთებული და შესაფერისია რუსეთზე ზეწოლის მოსახდენად მისი როლის გამო“ უკრაინის კრიზისში.

2014 წლიდან ევროპის კავშირის საბჭომ შემზღუდავი ზომები დაუწესა რუსეთის საბანკო და ენერგეტიკის სექტორებს პასუხად ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიაზე და აღმოსავლეთ უკრაინაში მებრძოლი სეპარატისტების მხარდაჭერისთვის.

რუსეთის რიგმა კომპანიებმა, რომლებიც „როსნეფტის“ შემადგენლობაში შედის, საერთო იურისდიქციის სასამართლოს მიმართეს ზომების გაუქმების მოთხოვნით.

მას შემდეგ, რაც საერთო იურისდიქციის ევროპულმა სასამართლომ უკუაგდო 2018 წლის სექტემბრის სარჩელი, კომპანიებმა გადაწყვეტილება ევროპის უმაღლეს სასამართლო ორგანოში გაასაჩივრეს.

17 სექტემბრის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ სასამართლომ „სრულად უკუაგდო კომპანიების აპელაცია.“

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S