თსუ–ს სტუდენტურ საცხოვრებელში COVID-19–ის შემთხვევა დაფიქსირდა
17/09/2020 11:00:04 საზოგადოება
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საცხოვრებელში კორონავირუსის შემთხვევა დადასტურდა,– იუწყება „ტვ პირველი“.
არხის ცნობით, სტუდენტი ამ დროისთვის „ცხელების ცენტრშია“ გადაყვანილი.
სტუდენტურ სასაწავლებელში აცხადებენ, რომ ინფიცირებულმა ახალგაზრდამ მისი რვა კონტაქტი დაასახელა და აღნიშნული სტუდენტები ამ დროისთვის სტუდენტურ საცხოვრებელში თვითიზოლაციაში, გადაყვანის მოლოდინში იმყოფებიან.
საერთო საცხოვრებელში თერმოსკრინინგი ხორციელდება.
ცნობისთვის: გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის 179 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.


