COVID-19–ით ინფიცირებული რიგი პაციენტების ბინაზე მკურნალობის პრაქტიკა საქართველოში აჭარიდან დაიწყება
17/09/2020 09:33:08 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული, თუმცა უსიმპტომო და მსუბუქი პაციენტების ბინაზე მკურნალობა აჭარიდან დაიწყება.
გამყრელიძე ამბობს, რომ პირველადი ჯანდაცვის ექიმებს ტრენინგები კიდევ ერთხელ ჩაუტარდებათ, რის შემდეგაც აღნიშნული პრაქტიკა საქართველოშიც დაინერგება.
„განსაკუთრებით უსიმპტომო და მსუბუქი შემთხვევების სახლში, ბინაზე მკურნალობა მიღებული პრაქტიკაა და ამას აჭარიდან ვიწყებთ. მემგონი, სულ მალე იქნება შესაძლებელი. ხვალ, ზეგ პირველადი ჯანდაცვის ექიმებს ამასთან დაკავშირებით ტრენინგი ჩაუტარდებათ და მალე დაიწყება“, – აღნიშნა გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, რომ "აჭარა" კორონავირუსის გავრცელების თავლსაზრისით "წითელ ზონადაა" გამოცხადებული. 16 სექტემბერს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დაადასტურა, რომ აღნიშნულ რეგიონში არიან COVID-19–ით ინფიცირებული პაციენტები, რომლებიც კლინიკაში გადაყვანას ბინაზე ელოდებიან.


