ვარაუდობენ, რომ ნავალნი სასტუმროში მოწამლეს და არა აეროპორტში
17/09/2020 09:19:27 მსოფლიო
ციმბირის ქალაქ ტომსკის ტომსკში, იმ სასტუმროს ნომერში, სადაც რუსი ოპოზიციონერი ალექსი ნავალნი ცხოვრობდა, იპოვეს ბოთლი და სავარაუდოდ, მასში ესხა "ნოვიჩოკი". ამდენად, ნავალნი სავარაუდოდ, ჯერ კიდევ სასტუმროში მოწამლეს და არა აეროპორტში, როგორც აქამდე ვარაუდობდნენ,– წერს გამოცემა "პროექტი" და თავად ნავალნის ბლოგი "ინსტაგრამში".
აღნიშნული ოტელი, გამოცემის ცნობით, მაღალი რანგის ადგილობრივ რუს ძალოვან ჩინოსანს ეკუთვნის.

მაგრამ ის, რომ ამ ბოთლზე "ნოვიჩოკის" კვალია აღმოჩენილი, შესაძლოა, არ ნიშნავდეს იმას, რომ საწამლავი მაინცდამაინც ამ ბოთლში ესხა - ეს შეიძლება, ნიშნავდეს, რომ უკვე მოწამლულ ნავალნის კონტაქტი ჰქონდა ამ ბოთლთან, - წერს "ტაიგა.ინფო".
შეგახსენებთ, რომ გერმანიის გარდა საფრანგეთის და შვედეთის ლაბორატორიები ადასტურებენ, რომ რუსი ოპოზიციონერი "ნოვიჩოკითაა" მოწამლული. განცხადება, რომ ნავალნი იმავე ჯგუფის ნერვული აგენტით მოწამლეს, რითაც მამა-შვილი სკრიპალები, გერმანიის ხელისუფლებამ 2 სექტემბერს გააკეთა. იგი გერმანიაში სამკურნალოდ 20 აგვისტოს გადაიყვანეს. 7 სექტემბერს გერმანელმა ექიმებმა რუსი ოპოზიციონერი კომიდან გამოიყვანეს. 10 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ნავალნი სრულად მოვიდა გონს.


