გამყრელიძე პოლიტიკოსებს მოუწოდებს, ნუ გადაეხვევიან ამომრჩევლებს
17/09/2020 07:45:02 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე საარჩევნო კამპანიაში ჩართულ პოლიტიკოსებს მოუწოდებს, ამომრჩეველთან ახლო კონტაქტისგან თავი შეიკაონ.
„არ არის სასურველი [ჩახუტება]. გადავეჩვიოთ, შევიკავოთ თავი. მესმის, გარკვეული ემოციური ფაქტორია, მაგრამ დავძლიოთ ემოცია – არ არის საჭირო ერთმანეთის გადახვევა“,– განაცხადა გამყრელიძემ.
ცნობისთვის: გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 176 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დაახლოებით ანალოგიური მაჩვენებლები დაფიქსირდა გასული დღეების განმავლობაშიც და სადღეისოდ კი კოვიდ–ცენტრებსა და სპეციალურად გამოყოფილ სასტუმროებში 1488 პაციენტი მკურნალობს. მათგან 9 კრიტიკულ მდგომარეობაშია, 70–მდე პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.


