საქართველოში COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 3000–ს მიუახლოვდა
17/09/2020 06:38:38 საზოგადოება
საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში COVID-19-ის 179 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, ვირუსისგან განიკურნა კიდევ 10 პირი.
ცნობისთვის: პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსის 2937 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან ჯამში 1422 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 19 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში რჩება 6633 მოქალაქე,
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836.
ცნობისთვის: ამ დროისთვის "წითელ ზონად" არის გამოცხადებული აჭარის რეგიონი, საქართველოს დიდ ქალაქებში კი საკლასო ოთახებში სწავლა ამ ეტაპზე 1 ოქტომბრამდე გადაიდო.


