გოგი წულაია ჰოსპიტალიზებულია
16/09/2020 05:37:28 საზოგადოება
პარტია "თავისუფალი საქართველოს" წევრი გოგი წულაია საავადმყოფოში გადაიყვანეს.
"ფორმულასთან" წულაიას შვილმა თქვა, რომ კლინიკაში იგი გულის ტკივილის ჩივილით მიიყვანეს. გოგი წულაია ამჟამად ქუთაისში, კლინიკა ლჯ-ს რეანიმაციულ განყოფილებაშია.
14 სექტემბერს პარტია "თავისუფალმა საქართველომ" განცხადება გაავრცელა, რომ მათი თანათავმჯდომარე გოგი წულაია საპარლამენტო არჩევნებისთვის ქვემო იმერეთის (წყალტუბო, სამტრედია, ვანი, ხობი) მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დასახელდება.


