ბათუმში კლინიკა "მედცენტრში" კორონავირუსი ორ ექთანს დაუდასტურდა
15/09/2020 19:42:37 საზოგადოება
ბათუმში კლინიკა "მედცენტრში" კორონავირუსი ორ ექთანს დაუდასტურდა. მედიკოსების ინფიცირების წყარო უცნობია.
ექთნებს კვლევა მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში ჩაუტარდათ. კლინიკის ინფორმაციით, დაწესებულება შეუფერხებლად აგრძელებს მუშაობას.
"მათი კონტაქტები ფართო წრე არაა და იზოლაციაში არიან გადაყვანილი, ვინც ამ ექთნებთან ერთად მუშაობდა. კლინიკა ჩვეულ რეჟიმით აგრძელებს მკურნალობს. ეს კლინიკაში უკვე მეოთხე შემთხვევაა", – აცხადებენ "მედცენტრში".


