Accentnews.ge
“გრიპის ვაქცინის 135 000 დოზა უკვე ვიყიდეთ, ვცდილობთ კიდევ გავაორმაგოთ"

“გრიპის ვაქცინის 135 000 დოზა უკვე ვიყიდეთ, ვცდილობთ კიდევ გავაორმაგოთ"

15/09/2020 18:47:12 საზოგადოება

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს, გრიპის ვაქცინა გაიკეთონ. მისი თქმით, წელს სახელმწიფომ რისკჯგუფების ასაცრელად ვაქცინის 135 000 დოზა შეიძინა, თუმცა ცდილობს ეს რაოდენობა გააორმაგოს.

“წელს ვიყიდეთ 135 000 ვაქცინა, რომელიც ოქტომბრის დასაწყისში უნდა შემოვიდეს ქვეყანაში, მაგრამ ვცდილობთ კიდევ გავაორმაგოთ და მეტი დოზა ვიყიდოთ, თუმცა სერიოზული დეფიციტია მსოფლიო ბაზარზე გრიპის ვაქცინის. რა თქმა უნდა, სასურველია გრიპის ვაქცინა და ჩვენ ვცრით ძირითადად რისკჯგუფებს”, – განაცხადა გამყრელიძემ ტელეკომპანია “რუსთავი 2"–ის ეთერში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S