Accentnews.ge
ოზურგეთში კორონავირუსი ოჯახის სამ წევრს დაუდასტურდა, მათ შორის 1 წლის ბავშვია

ოზურგეთში კორონავირუსი ოჯახის სამ წევრს დაუდასტურდა, მათ შორის 1 წლის ბავშვია

15/09/2020 17:34:15 საზოგადოება

ოზურგეთში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულია ერთი ოჯახის სამი წევრი: დედა, მამა და 1 წლის ბავშვი.

"რაც შეეხება ოჯახის მეოთხე წევრს, 3 წლის პატარას, ამ წუთებში ტემპერატურა მასაც უფიქსირდება და სავარაუდოდ, ოჯახთან ერთად მასაც გადაიყვანენ ქუთაისში, კლინიკაში", -აცხადებენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.

ეპიდემიოლოგების ინფორმაციით, აღნიშნული ოჯახის დაინფიცირება, ბათუმში მოგზაურობის ისტორიას უკავშირდება.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის, კორონავირუსის 20 შემთხვევაა დაფიქსირებული. გურიაში კი ჯამში 28 კოვიდ–ინფიცირებულია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S