Accentnews.ge
"ხანდაზმულთა პანსიონატში COVID-19-ის შემთხვევები შემაშფოთებელია"

"ხანდაზმულთა პანსიონატში COVID-19-ის შემთხვევები შემაშფოთებელია"

15/09/2020 14:44:13 საზოგადოება

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მოუწოდებს შესაბამის უწყებებს, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილონ სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში მყოფი პირების ჯანმრთელობის უფლების დაცვაზე, გააძლიერონ რისკების პრევენციისკენ მიმართული ღონისძიებები და თვალი მიადევნონ შესაბამისი რეკომენდაციების ზედმიწევნით შესრულებას.

„განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ ბათუმში ხანდაზმულთა პანსიონატში კორონავირუსის შემთხვევები დადასტურდა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს ამ და სხვა დაწესებულებებში პრევენციის, კონტროლის და მონიტორინგის ღონისძიებების გაძლიერების აუცილებლობას.

სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ საქართველოს მთავრობა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და სერვისის სხვა მიმწოდებლები ყველა ძალისხმევას გაწევენ საქართველოს მოსახლეობის, განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფების სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლების დასაცავად. ამასთან, მოუწოდებს საზოგადოებას, მაქსიმალური ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინონ, გაითვალისწინონ რეკომენდაციები, გაუფრთხილდნენ საკუთარ და სხვათა ჯანმრთელობას“, - აცხადებს სახალხო დამცველი.

14 სექტემბერს ბათუმის მოხუცთა თავშესაფრის 5 მობინადრეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევა დადასტურდა. პანდემიის დაწყების შემდეგ ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2562-მდე გაიზარდა. მათგან გამოჯანმრთელებულია 1381. COVID-19-ით გარდაცვლილია 19 ადამიანი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S