Accentnews.ge
ოფიციალური თბილისი აფხაზეთიდან პაციენტების მიღების მზაობას ინარჩუნებს

ოფიციალური თბილისი აფხაზეთიდან პაციენტების მიღების მზაობას ინარჩუნებს

15/09/2020 10:01:04 საზოგადოება

მიუხედავად საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე COVID-19–ის შემთხვევების ზრდისა, მთავრობა არ ცვლის მზაობას, მიიღოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოყვანილი პაციენტები. აღნიშნული ეხება როგორც კორონავირუსით ინფიცირებულებს, ისე სხვა სამედიცინო საჭიროების მქონეებს.

ცნობილია, რომ ერთ–ერთი კოვიდ–ინფიცირებული გუდაუთის [ოკუპირებული აფხაზეთი] საავადმყოფოდან 14 სექტემბერს გადმოიყვანეს. როგორც მედიკოსები აცხადებენ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. დღეს, 15 სექტემბერს კი გალის რაიონიდან გადმოიყვანეს სომატური პაციენტი.

აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ჯანდაცვის მინისტრი ქეთი ბაკარაძე განმარტავს, რომ პაციენტები კლინიკებში საჭიროების მიხედვით ქვეყნის მასშტაბით ნაწილდებიან.

„რამდენიმე კლინიკამ ისევ შეიცვალა პროფილი – დაემატა საწოლები და ქვეყანაში პაციენტების მისაღებად გაცილებით მეტი რესურსი გაჩნდა. პრეცედენტი, რომ მიღებაზე უარი გვეთქვა პაციენტისთვის, არ გვაქვს. ჩვენ ყველა პაციენტის მიღების მზაობა გვაქვს და არის რესურსიც“,– ამბობს „აქცეტთან“ ბაკარაძე.

სადღეისოდ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მკურნალობას აგრძელებენ „ემგურჰესის კლასტერთან“ დაკავშირებული პაციენტები. მედიკოსების ცნობით, არც ერთი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის მძიმე.

იხილეთ ასევე: COVID-19: დაეხმარო აფხაზეთს რუსული სანქციების გვერდის ავლით

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S