Accentnews.ge
ბოლო 24 საათში კახეთში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა

ბოლო 24 საათში კახეთში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა

15/09/2020 07:51:12 საზოგადოება

ბოლო 24 საათში კახეთში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.

"კახეთში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია უცვლელია, კოვიდ-ინფიცირებულთა რიცხვი არ გაზრდილა და კვლავ 24-ია", - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა ნელი ხიზანიშვილმა.

მისი თქმით, გუშინ რეგიონიდან გაგზავნილი 1 069 ნიმუშიდან 256-ის პასუხი ნეგატიურია.

ამ დროისთვის კახეთში კორონავირუსთან დაკავშირებით კვლავ სამი ე.წ. კლასტერია: ველისციხის, ლაგოდეხის და მატანის.

მეორე დღეა, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანის შესასვლელში გაფართოვებული ტესტირება მიმდინარეობს.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევა დადასტურდა. პანდემიის დაწყების შემდეგ ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2562-მდე გაიზარდა. მათგან გამოჯანმრთელებულია 1381. COVID-19-ით გარდაცვლილია 19 ადამიანი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S