ბოლო 24 საათში Covid-19–ით საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ვიდრე სომხეთსა და აზერბაიჯანში
15/09/2020 07:43:38 მსოფლიო, საზოგადოება
ბოლო 24 საათში Covid-19–ით საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ვიდრე სომხეთსა და აზერბაიჯანში. დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 170 შემთხვევა დადასტურდა, სომხეთში – 150, ხოლო აზერბაიჯანში –76.
რაც შეეხება საქართველოს კიდევ ორ მეზობელ ქვეყანას – რუსეთსა და თურქეთს, ბოლო 24 საათში თურქეთში დაავადება 1716 პირს გამოუვლინდა, რუსეთში კი – 5529–ს.
საქართველოს მეზობელ ქვეყნებს კორონავირუსით ყველაზე მეტი ადამიანი გარდაცვლილი და დაინფიცირებული, ოფიციალური მონაცემებით, რუსეთშია.
- თურქეთი: 292 878 ინფიცირებული, 7 119 გარდაცვლილი
- აზერბაიჯანი: 38 403 ინფიცირებული, 564 გარდაცვლილი
- სომხეთი: 46 119 ინფიცირებული, 920 გარდაცვლილი
- რუსეთი: 1 068 320 ინფიცირებული, 18 635 გარდაცვლილი
ცნობისთვის: მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა როდენობამ 932 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 29 450 000–ზე მეტი ადამიანი, 21 282 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევა დადასტურდა. პანდემიის დაწყების შემდეგ ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2562-მდე გაიზარდა. მათგან გამოჯანმრთელებულია 1381. COVID-19-ით გარდაცვლილია 19 ადამიანი.


