170 ახალი შემთხვევიდან 28 "ცხელების ცენტრებში" დადასტურდა, მათი კონტაქტების მოძიება გრძელდება
15/09/2020 07:19:13 საზოგადოება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევიდან 28 "ცხელების ცენტრებში" დადასტურდა, მათი კონტაქტების მოძიება გრძელდება
„170 ახალ შემთხვევაზე მინდა, ორნაირი ახსნა მოგაწოდოთ. 88 არის დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი, 50 მოგზაურობის ისტორიით, ოთხი საკარანტინო სივრცეში დადასტურებული, დანარჩენი არის ცხელების ცენტრებში დადასტურებული შემთხვევები, რომელთა კონტაქტების მოძიება გრძელდება", – განაცხადა ეზუგბაიამ.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევა დადასტურდა. პანდემიის დაწყების შემდეგ ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2562-მდე გაიზარდა. მათგან გამოჯანმრთელებულია 1381. COVID-19-ით გარდაცვლილია 19 ადამიანი.


