Accentnews.ge
საქართველოში სასწავლო პროცესი განახლდა

საქართველოში სასწავლო პროცესი განახლდა

15/09/2020 05:06:34 საზოგადოება

15 სექტემბრიდან, საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში 2020-2021 ახალი სასწავლო წელი დაიწყო.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ზოგიერთ ქალაქსა და სოფელში სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან დისტანციურ რეჟიმში, ხოლო დანარჩენ მუნიციპალიტეტებში საკლასო ოთახებში დაიწყო. არსებული მდგომარეობით, 1 ოქტომბრიდან სწავლა მთელი ქვეყნის მასშტაბით საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში გაგრძელდება.

ინფოერმაციისთვის: კლასებში სასწავლო პროცესის განახლების გადადებას პრეტესტი მოჰყვა რიგი მშობლებისა და სკოლების დირექტორების მხრიდან. მშობლები აცხადებენ, რომ ქვეყანა დისტანციური სწავლებისთვის მზად არაა, ვინაიდან ბავშვების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის ინტერნეტი ხელმისაწვდომი არაა.

“განათლების სისტემა მზად არის როგორც საკლასო ოთახებში, ასევე, დისტანციურად სასწავლო პროცესი დასაწყებად. მთელი ზაფხულის განმავლობაში სამინისტრო ამისათვის ინტენსიურად მუშაობდა. სასწავლო პროცესის შეუფერხებლად განახლებისთვის, მინისტრის ბრძანებით შექმნილი და დამტკიცებულია დისტანციური სწავლების წესი. შესაბამისი ცვლილებები შევიდა ეროვნულ სასწავლო გეგმაშიც, რის თაობაზეც ყველა სკოლა ინფორმირებულია. განვლილი პროცესებიდან გამომდინარე, სამინისტროს აქვს წინა სასწავლო წლის უმნიშვნელოვანესი გამოცდილება, რაც იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ სასწავლო პროცესი დისტანციურ ფორმატში შეუფერხებლად წარიმართოს”,- ირწმუნებიან განათლების სამინისტროში და დასძენენ, რომ სამინისტროს მხრიდან სკოლები უზრუნველყოფილნი არიან სახელმძღვანელოებითა და პირველკლასელთა კომპიუტერებით, რომელთა გადაცემაც მოსწავლეებისათვის ეტაპობრივად მიმდინარეობს.

ახალი სასწავლო წლიდან დაინერგება ელექტრონული ჟურნალი, რაც სასწავლო პროცესს კიდევ უფრო გააძლიერებს. სამინისტროში აცხადებენ, რომ საჯარო სკოლები სრულად უზრუნველყოფილია პირბადეებით, დეზობარიერებით, ზედაპირების სადეზინფექციო სითხეებითა და დისტანციური თერმომეტრებით.

„ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, განათლების ხელმისაწვდომობის მიზნით, ყველა კლასისა და საგნისათვის 15 სექტემბრიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი - განათლება“ ეთერით მოსწავლეებითვის კვლავ განახლდება პროექტი „ტელესკოლა“. „ტელესკოლის“ გაკვეთილების ჩაწერაზე სამინისტრო მთელი ზაფხულის განმავლობაში მუშაობდა“, - აცხადებენ სამინისტროში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S