Accentnews.ge
ტრამპი ირანს აფრთხილებს, რომ აშშ-ის წინააღმდეგ თავდასხმას ათასჯერ ძლიერი პასუხი მოჰყვება

ტრამპი ირანს აფრთხილებს, რომ აშშ-ის წინააღმდეგ თავდასხმას ათასჯერ ძლიერი პასუხი მოჰყვება

15/09/2020 04:51:31 მსოფლიო

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანს აფრთხილებს, რომ აშშ-ის წინააღმდეგ თავდასხმას ათასჯერ ძლიერი პასუხი მოჰყვება.

„პრესაში გავრცელებული ცნობების თანახმად, ირანი შესაძლოა, გეგმავდეს აშშ-ის წინააღმდეგ მკვლელობას ან სხვა თავდასხმას, რათა შური იძიოს ტერორისტთა ლიდერის, სოლეიმანის მკვლელობისთვის. ნებისმიერი ფორმის თავდასხმას ირანის მხრიდან აშშ-ის წინააღმდეგ მოჰყვება ათასჯერ უფრო მძლავრი თავდასხმა ირანზე“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი „ტვიტერში“.

როგორც ტელეკომპანია „ფოქს ნიუსი“ დაზვერვაზე დაყრდნობით იუწყება, ლანა მარკსი ერთ-ერთია რამდენიმე ამერიკელ მაღალჩინოსანს შორის, რომლებსაც დაზვერვა ირანის პოტენციურ სამიზნედ განიხილავს. ოფიციალური თეირანი ბრალდებას უარყოფს.

შეგახსენებთ, რომ ირანელი გენერალი, ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის, ყუდსის ძალების მეთაური ყასემ სოლეიმანი მიმდინარე წლის დასაწყისში ერაყში, აშშ-ის იერიშის შედეგად დაიღუპა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S