Accentnews.ge
დღეიდან კარანტინის ვადა მცირდება

დღეიდან კარანტინის ვადა მცირდება

14/09/2020 20:26:02 საზოგადოება

დღეიდან საქართველოში სავალდებულო კარანტინის ვადა მცირდება. კერძოდ, ამ დრომდე კარანტინის ხანგრძლივობა 12 დღე იყო, დღეიდან კი 8 დღემდე შემცირდა. შესაბამისი გადაწყვეტილება ერთი კვირის წინ მთავრობის უწყებათშორისი საბჭოს სხდომაზე მიიღეს.მოქალაქეს 8–დღიანი კარანტინის შემდეგ ექნება ვალდებულება, მე–12 დღეს ტესტირება ჩაიტაროს.

ინფორმაციისთვის: თავდაპირველად კარანტინის ხანგრძლივობა 14 დღე იყო.

„ვამცირებთ დროს იმისთვის, რომ დისკომფორტი შევამსუბუქოთ. 8 დღის შემდეგ ჩატარდება PCR ტესტი და მე-9 დღეს, ტესტზე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში მოქალაქე დატოვებს საკარანტინე სივრცეს. მოქალაქეებს, ასევე, ექნებათ ვალდებულება, მე-12 დღეს კვლავ ჩაიტარონ PCR ტესტი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ გასულ კვირას.

მიუხედავად აღნიშნული გადაწყვეტილებისა, დავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღანელი ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს ურჩევს, მიუხედავად საკარანტინე ვადის ამოწურვისა, 12 დღემდე აქტივობისგან თავი შეიკაონ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S