ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში 10 წლის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა
14/09/2020 13:49:53 საზოგადოება
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში 10 წლის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა.
მოზარდი სოფლის მე-2 საჯარო სკოლის პედაგოგის კონტაქტია.
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის, შესასვლელსა და გასასვლელთან მოწყობილ სამედიცინო კარავში ადგილობრივების კორონავირუსზე ტესტირება გრძელდება. ადგილზე ამ დროისთვის 460 პირის ბიოლოგიური ნიმუშია აღებული.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა დადასტურდა. პანდემიის დაწყების შემდეგ ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2392-მდე გაიზარდა. მათგან გამოჯანმრთელებულია 1369. COVID-19-ით გარდაცვლილია 19 ადამიანი.


