Accentnews.ge
ფერაძე: "დაჯარიმდა სარიტუალო დარბაზი, სადაც ქორწილი სადედოფლო კაბის გარეშე იმართებოდა"

ფერაძე: "დაჯარიმდა სარიტუალო დარბაზი, სადაც ქორწილი სადედოფლო კაბის გარეშე იმართებოდა"

14/09/2020 11:49:48 საზოგადოება

"დაჯარიმდა სარიტუალო დარბაზი, სადაც ქორწილი სადედოფლო კაბის გარეშე იმართებოდა", - ამის შესახებ შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ მთავრობის უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„აჭარის რეგიონში 6 სარიტუალო დარბაზის დაჯარიმება დაგვჭირდა მას შემდეგ, რაც რეკომენდაციების გავრცელების და გაფრთხილების მიუხედავად, კვლავ განახორციელეს სარიტუალო ღონისძიება. ჯამში, ქვეყნის მასშტაბით დაჯარიმებულია 20 ბიზნეს-სუბიექტი, სარიტუალო დარბაზი იმისთვის, რომ მათ შეზღუდვების მიუხედავად, აკრძალული ღონისძიება განახორციელეს. ღონისძიებები მოდიფიცირებას განიცდის და ადამიანების ნაწილი ცდილობს, რეგულაციების გვერდის ავლით განახორციელოს სხვადასხვა ღონისძიება. მაგალითად, ჩვენ ვნახეთ, რომ ქორწილი ტარდებოდა სადედოფლო კაბის გარეშე. ეს საკითხები უწყებათშორისმა საბჭომ შეისწავლა და შესაბამისი რეაგირებაც მოვახდინეთ“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S