Accentnews.ge
"აჭარაში კოვიდ–ინფიცირებულებისთვის მზად გვაქვს 350 საწოლი და სასტუმროს 400-ზე მეტი ნომერი"

"აჭარაში კოვიდ–ინფიცირებულებისთვის მზად გვაქვს 350 საწოლი და სასტუმროს 400-ზე მეტი ნომერი"

14/09/2020 11:45:06 საზოგადოება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის თქმით, აჭარაში კოვიდ–ინფიცირებული პაციენტებისთვის, ვისაც კლინიკაში მეთვალყუერობა დასჭირდება, 350-ზე მეტი საწოლია მობილიზებული.

მისივე განცხადებით, ასევე ამოქმედებულია პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც, უსიმპტომო პაციენტებს კოვიდ-სასტუმროებში მკურნალობენ. რიჟვაძე ამბობს, რომ ამ მიზნით კონტრაქტები გაფორმებულია და გამოყოფილია 400-ზე მეტი ნომერი.

რიჟვაძის თქმით, ბათუმის, ქობულეთის და ხელვაჩაურის გარდა, საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესის დაწყება 1 ოქტომბრამდე გადაიდება ხულოსა და შუახევშიც.

14 სექტემბერს აჭარაში კორონავირუსის 108 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გუშინ - 88;

როგორც აჭარის, ისე ცენტრალური მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, არ იგეგმება აჭარის ან ბათუმის ჩაკეტვა, ასევე, საგანგებო მდგომარეობის ან სრული კარანტინის გამოცხადება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S