ბათუმის სამშობიარო სახლში კორონავირუსით ინფიცირებული 7 ორსული პაციენტი მოათავსეს
14/09/2020 11:37:22 საზოგადოება
ბათუმის სამშობიარო სახლში 7 ორსული კოვიდ-ინფიცირებული პაციენტი მოათავსეს. ინფიცირებულები თავს კარგად გრძნობენ. მათ ვირუსის სიმპტომები არ აქვთ
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, გაფართოვდა იმ კლინიკათა რიცხვი, რომლებიც კოვიდინფიცირებულებს უმკურნალებენ. მათ შორის ერთი იქნება ქობულეთშიც. მისივე თქმით, მომატებული შემთხვევების მიუხედავად, აჭარაში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.


