"სადღეისოდ კოვიდ–სასტუმროში 155 პაციენტია გადაყვანილი"
14/09/2020 11:15:55 საზოგადოება
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით,"სადღეისოდ კოვიდ–სასტუმროში 155 პაციენტია გადაყვანილი".
"მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, სამედიცინო გუნდები მათ ჯანმრთელობაზე მეთვალყურეობას განაგრძობენ. ზოგადად მობილიზებული 500–მდე საწოლი იმისათვის, რომ ეს პრაქტიკა მეტად აქტიურად იყო გამოყენებული", – განაცხადა გაბუნიამ.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის საქართველოში კოვიდ–ინფიცირებულებს მკურნალობენ კოვიდ–ცენტრებსა და საიზოლაციო სამკურნალო მეთვალყურეობის საკარანტინო სივრცის სასტუმროებში.


