Accentnews.ge
"ბინაზე მართვის პრაქტიკისთვის ოჯახის ექიმები უკვე მომზადებულები არიან"

"ბინაზე მართვის პრაქტიკისთვის ოჯახის ექიმები უკვე მომზადებულები არიან"

14/09/2020 11:11:14 საზოგადოება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, "ბინაზე მართვის პრაქტიკისთვის ოჯახის ექიმები უკვე მომზადებულები არიან".

"ეს [კოვიდ–სასტუმროები] გარკვეულწილად არის შუალედური ეტაპი ჰოსპიტალურ და ბინაზე მკურნალობას შორის. როგორც მოგეხსენებათ მთელ მსოფლიოში ბინაზე მკურნალობის პრაქტიკა აპრობირებულია. ჩვენ, რადგან გვქონდა შესაძლებლობა, ვარჩიეთ ჰოსპიტალური მართვა. კლინიკური გამოცდილება ბევრი დაგროვდა და დღეს უკვე შეგვიძლია ვისაუბროთ ჰოსპიტლის გარეთ მართვაზე. [...] ბინაზე მართვის პრაქტიკისთვის ოჯახის ექიმები უკვე მომზადებულები არიან. ბინაზე მართვის პროტოკოლი ჯერ კიდევ მარტის თვეში დამტკიცდა ოჯახის ექიმებმა ტრენინგის პირველი რაუნდი გაიარეს. ახლა იგეგმება მეორე რაუნდი. იმისათვის, რომ ჩვენ ვიყოთ ზად მეტად აქტიური ბინაზე დამყარებული მართვისთვის", – განაცხადა გაბუნიამ.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის საქართველოში კოვიდ–ინფიცირებულებს მკურნალობენ კოვიდ–ცენტრებსა და საიზოლაციო სამკურნალო მეთვალყურეობის საკარანტინო სივრცის სასტუმროებში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S