Accentnews.ge
რა აჩვენა საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში ჩატარებულმა სეროპრევალენტობის კვლევამ

რა აჩვენა საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში ჩატარებულმა სეროპრევალენტობის კვლევამ

14/09/2020 10:55:39 საზოგადოება

საქართველოს 4 მუნიციპალიტეტში სეროპრევალენტობის კვლევა დასრულდა. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, კვლევის შედეგებმა აჩვენეს, რომ ქვეყანაში ინფექცია აქტიურად არ ცირკულირებს.

„გუშინ ღამე დავამთავრეთ სეროპრევალენტობის კვლევა ოთხ მუნიციპალიტეტში. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ხელვაჩაურის, ქობულეთის, მარტვილის და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში 1 222 სისხლის ნიმუში იქნა აღებული, საიდანაც მხოლოდ ერთი ამოვიდა დადებითი მარტვილის რაიონში. ნიმუშების აღება 17-დან 25 აგვისტოს პერიოდში მოხდა. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში ინფექცია აქტიურად არ ცირკულირებს. ამიტომ, ყველანაირად უნდა შევინარჩუნოთ ის დაბალი მაჩვენებლები, რაც ამ პერიოდამდე ქვეყანას აქვს“,-განაცხადა გამყრელიძემ.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა დადასტურდა. პანდემიის დაწყების შემდეგ ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2392-მდე გაიზარდა. მათგან გამოჯანმრთელებულია 1369. COVID-19-ით გარდაცვლილია 19 ადამიანი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S