Accentnews.ge
"საქართველო კვლავ მწვანე ზონაში რჩება, თუმცა ინფიცირების ზრდის მაჩვენებლი ყველამ ერთად უნდა შევაკაოთ"

"საქართველო კვლავ მწვანე ზონაში რჩება, თუმცა ინფიცირების ზრდის მაჩვენებლი ყველამ ერთად უნდა შევაკაოთ"

14/09/2020 10:50:32 საზოგადოება

საქართველო კორონავირუსთან მიმართებაში ჯერ მწვანე ზონაში რჩება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ინციდენტობის საშუალო მაჩვენებლის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების მატება ფიქსირდება, ქვეყანა ჯერ–ჯერობით მწვანე ზონაში რჩება.

„ინციდენტობის საშუალო მაჩვენებლის მიხედვით, ჩვენ დღეს გვაქვს 1,74 ასი ათას მოსახლეზე, ეს ნიშნავს, რომ საქართველო მწვანე ზონაში რჩება, თუმცა ბოლო 4-5 დღის განმავლობაში გვაქვს მატება, ამიტომ ყველამ ერთად უნდა შევაკაოთ ზრდის მაჩვენებლი. ქვეყანაში გაფართოებულია ტესტირების მაჩვენებელი, აგვისტოს საშუალო დღიური მაჩვენებელით გვქონდა 4 665, სექტემბერში – 7 961, მაგრამ 4 სექტებრიდან დღემდე საშუალო მაჩვენებელია 8 259“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, საერთაშორისო შედარებითობის მაჩვენებლით, საქართველო ისევ გამოიყურება ერთ-ერთ უსაფრთხო ქვეყნად.

„იმისთვის, რომ ეს მაჩვენებელი შევინარჩუნოთ, ამისთვის აუცილებელია თანამშრომლობა და ყველა იმ რეკომენდაციის დაცვა, რომელიც არის დაწესებული“ , – დასძინა გამყრელიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S