მატანთან, ზოდთან, ჩხაკაურასა და ქიწნისთან საკონტროლო პუნქტები მოეწყო
14/09/2020 10:42:56 საზოგადოება
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, სოფლებთან: მატანი, ზოდი, ჩხაკაურა და ქიწნისი საკონტროლო პუნქტები მოეწყობა.
„ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანთან, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოდსა და ჩხაკაურასთან, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისთან მოეწყო საკონტროლო პუნქტები. ამ მუნიციპალიტეტებში ყველა შემსვლელი და გამსვლელი დაექვემდებარება ტესტირებას და თერმოსკრინინგს. ასევე ამ მუნიციპალიტეტების ამ სოფლებში, 1-ელ ოქტომბრამდე სწავლა გაგრძელდება დისტანციურ რეჟიმში“,-განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.


