NDI- გამოკითხულთა 43% აცხადებს, რომ მთავრობა კორონავირუსის პანდემიის დროს დაეხმარა
14/09/2020 08:16:47 საზოგადოება
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) უკანასკნელი კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში გამოკითხული მოსახლეობის 43% აცხადებს, რომ მთავრობა კორონავირუსის პანდემიის პირობებში დაეხმარა.
კვლევის შედეგების თანახმად, მათგან, ვინც მთავრობის დახმარება მიიღო, 52% აცხადებს, რომ მათთვის მთავრობის გადადგმული ნაბიჯები საკმარისი იყო.
კორონავირუსის პანდემიის პირობებში მთავრობამ ტურისტული ბიზნესის სესხის სუბსიდირების, 18-წლამდე პირების, თვითდასაქმებულების, უმუშევრად დარჩენილებისა და ა.შ. პროექტები დაიწყო.
არჩევნებსა და მოქალაქეთა პრიორიტეტებს შესახებ კვლევა NDI-ის დაკვეთით CRRC-იმ ჩაატარა. სატელეფონო კვლევა 6 - 11 აგვისტოს შუალედში ჩატარდა და 2 045 ადამიანი წარმომადგენლობითი, მარტივი შერჩევით შეირჩა, ცდომილება 1-3 პროცენტია.


