NDI: რესპონდენტთა 27% მიიჩნევს, რომ განათლების სისტემის ყველაზე დიდი პრობლემა დისტანციური სწავლების სირთულეებია
14/09/2020 08:07:29 საზოგადოება
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) უკანასკნელი კვლევის შედეგების მიხედვით, რესპონდენტთა 27% მიიჩნევს, რომ განათლების სისტემის ყველაზე დიდი პრობლემა დისტანციური სწავლების სირთულეებია, 22% კი მასწავლებლების/ლექტორების კვალიფიკაციას ასახელებს.
კვლევა NDI-ს დაკვეთით CRRC საქართველომ ჩაატარა. ყველა ინტერვიუ ჩატარდა სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით. კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის. საველე სამუშაოების პერიოდია: 6-11 აგვისტო, 2020; ჯამში, 2 045 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1,3%-ია.


