შავიშვილი: "აჭარაში კლასტერული ხედვა აღარ არის, გავრცელება საზოგადოების ყველა ფენაშია"
14/09/2020 08:30:26 საზოგადოება
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის რუსუდან შავიშვილის განცხადებით, აჭარაში კლასტერული ხედვა აღარ არის, რადგან გავრცელება საზოგადოების ყველა ფენაშია.
"კლასტერული ხედვა აღარ არის იმიტომ, რომ არის გავრცელება საზოგადოების ყველა ფენაშია. სიტუაცია ჯერ–ჯერობით კონტროლს ექვემდებარება. 108 შემთხვევა ყველა შიდა გავრცელებაა. წყარო ზოგის ნაცნობია, ზოგის - უცნობი. ამ 108-ში პოლიციელიც არის, ექიმიც არის", - განაცხადა შავიშვილმა.
მისივე თქმით, ინფიცირების 1 ახალი შემთხვევა გამოვლინდა ხულოში.
საქართველოში 14 სექტემბერს კორონავირუსით ინფიცირების 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 108 აჭარაში დადასტურდა.


