Accentnews.ge
აჭარაში პოლიციის 3 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

აჭარაში პოლიციის 3 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

14/09/2020 08:23:20 საზოგადოება

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ორ, ხოლო საპატრულო პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

„თანამშრომლების ტესტების პასუხები 12-13 სექტემბერს გახდა ცნობილი. ყველა თანამშრომელი, ვისთანაც ინფიცირებულებს უშუალო კონტაქტი ჰქონდათ, გადაყვანილია დაკვირვების ქვეშ და აღებული აქვთ ტესტები.

სამივე პოლიციელის მკურნალობა მიმდინარეობს კლინიკაში, მათი მდგომარეობა სტაბილურია“, - ნათქვამია შსს–ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S