NDI: რესპონდენტთა 36%–ის თქმით, იმ პარტიას დაუჭერს მხარს, რომელსაც უკეთესი ეკონომიკური პოლიტიკა ექნება
14/09/2020 07:41:08 საზოგადოება
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგების მიხედვით, საარჩევნო საკითხის გადაწყვეტისას ამომრჩეველთა უმეტესობითვის - 36% -სთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი პარტიის ეკონომიკური პოლიტიკაა.
12%-ს მნიშვნელოვნად მიაჩნია პარტიის პოზიცია ჯანდაცვის საკითხებთან დაკავშირებით;
12%-ს - პარტიის პოზიცია კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით;
10%-ს - პარტიის პოზიცია ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით;
7%-ს - განათლებასთან დაკავშირებით;
5% -ს - პარტიის პოზიცია საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით;
1% - გარემოს დაცვასთან დაკავშირებით;
7% - სხვა;
1% - არც ერთი;
კვლევა NDI-ს დაკვეთით CRRC საქართველომ ჩაატარა. ყველა ინტერვიუ ჩატარდა სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის. საველე სამუშაოების პერიოდია: 6-11 აგვისტო, 2020; ჯამში, 2 045 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1,3%-ია.


