Accentnews.ge
NDI: რესპონდენტთა 59%-ს არ გადაუწყვეტია, ხმას ვის მისცემს

NDI: რესპონდენტთა 59%-ს არ გადაუწყვეტია, ხმას ვის მისცემს

14/09/2020 07:35:22 საზოგადოება

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგების მიხედვით, კითხვაზე, "ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, გადაწყვეტილი გაქვთ თუ არა, ვის მისცემთ ხმას?", - რესპონდენტთა 59% პასუხობს, რომ ეს გადაწყვეტილება ჯერაც არ მიუღია.

გამოკითხულთა 36% აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებული აქვს.

რესპონდენტთა უმრავლესობამ არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელსაც ხმას მისცემდა ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს. რესპონდენტების მხოლოდ 27%-მა დაასახელა კონკრეტული პარტია.

ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 88% არჩევნებზე წასვლას აპირებს.

კვლევა NDI-ს დაკვეთით CRRC საქართველომ ჩაატარა. ყველა ინტერვიუ ჩატარდა სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის. საველე სამუშაოების პერიოდია: 6-11 აგვისტო, 2020; ჯამში, 2 045 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1,3%-ია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S