NDI: რესპონდენტთა 88% აცხადებს, რომ არჩევნებზე წავა
14/09/2020 07:31:08 საზოგადოება
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI)კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის დიდი ნაწილი, 88% აცხადებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.
ამავე კითხვაზე რესპონდენტთა 12% პასუხობს, რომ არ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას.ხოლო გამოკითხულთა 59%-ს ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი, თუ ვის მისცემს ხმას.
კვლევა NDI-ს დაკვეთით CRRC საქართველომ ჩაატარა. ყველა ინტერვიუ ჩატარდა სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის. საველე სამუშაოების პერიოდია: 6-11 აგვისტო, 2020; ჯამში, 2 045 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1,3%-ია.


