Accentnews.ge
კახეთში, სკოლაში COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა

კახეთში, სკოლაში COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა

14/09/2020 07:24:03 საზოგადოება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კახეთში, სკოლაში COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა.

"კახეთის სკოლაში იყო ინფიცერების შემთხვევა, კიდევ კარგი, რომ ეს არ არის სწავლის დაწყების პერიოდი და ბავშვები არ არიან ინფიცირებული, პედაგოგებს შორის იყო გარკვეული შემხებლობა და ეს სიტუაციაც უკვე მართვადია", – განაცხადა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, რომ COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევა დადასტურებუი ქუთაისის 2 საჯარო სკოლაშიც.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა დადასტურდა. პანდემიის დაწყების შემდეგ ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2392-მდე გაიზარდა. მათგან გამოჯანმრთელებულია 1369. COVID-19-ით გარდაცვლილია 19 ადამიანი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S