ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირებული მძიმე და კრიტიკული პაციენტების რაოდენობა გაიზარდა
14/09/2020 07:11:05 საზოგადოება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კოვიდ–ცენტრებსა და საიზოლაციო სამკურნალო მეთვალყურეობის საკარანტინო სივრცის სასტუმროში 1000–მდე კოვიდ–ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.
"კოვიდ–ინფიცირებული პაციენტებიდან კრიტიკულად მძიმედ არის 5 პაციენტი, გაიზარდა მძიმე პაციენტების რაოდენობა და იგი ამჟამად 30–ს შეადგენს. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქი სიმძიმისაა", – განაცხადა ეზუგბაიამ.
შეგახსენებთ, რომ 13 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში 4 კრიტიკული და 25 მძიმე პაციენტი იყო.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა დადასტურდა. პანდემიის დაწყების შემდეგ ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2392-მდე გაიზარდა. მათგან გამოჯანმრთელებულია 1369. COVID-19-ით გარდაცვლილია 19 ადამიანი.


