Accentnews.ge
165 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 108 აჭარაში გამოვლინდა, 17 – თბილისში

165 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 108 აჭარაში გამოვლინდა, 17 – თბილისში

14/09/2020 07:00:48 საზოგადოება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 165 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 108 აჭარაში გამოვლინდა.

მისივე თქმით, ახალი შემთხვევები რეგიონებისა და ქალაქების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • აჭარა– ბათუმი – 108
  • თბილისი – 17
  • სამეგრელო– ზემო სვანეთი, ზუგდიდი – 9
  • ქვემო ქართლი, გარდაბანი –9
  • შიდა ქართლი, გორი –6
  • კახეთი, გურჯაანი – 6
  • გურია, ოზურგეთი – 4
  • იმერეთი, ქუთაისი – 4
  • მცხეთა – 1

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა დადასტურდა. პანდემიის დაწყების შემდეგ ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2392-მდე გაიზარდა. მათგან გამოჯანმრთელებულია 1369. COVID-19-ით გარდაცვლილია 19 ადამიანი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S