ქუთაისში Covid-19-ით ინფიცირების შემთხვევა კიდევ ერთ სკოლაში დაფიქსირდა
14/09/2020 06:52:38 საზოგადოება
ქუთაისში Covid-19-ით ინფიცირების შემთხვევა კიდევ ერთ სკოლაში დაფიქსირდა. კორონავირუსი 24-ე საჯარო სკოლის დირექტორს და მის მოადგილეს დაუდგინდა.
გასული 24 საათის განმავლობაში, ქუთაისში Covid-19--ის 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულები 32-ე საჯარო სკოლის თანამშრომელთა კონტაქტები არიან.
შეგახსენებთ, რომ 10 სექტემბერს კორონავირუსი დაუდასტურდა ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლის 20-ზე მეტ მასწავლებელს. ბოლო დღეებში ქუთაისში კორონავირუსის 70-ზე მეტი შემთხვევაა. უმეტესობა „პედაგოგების კლასტერს“ უკავშირდება.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა დადასტურდა. პანდემიის დაწყების შემდეგ ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2392-მდე გაიზარდა. მათგან გამოჯანმრთელებულია 1369. COVID-19-ით გარდაცვლილია 19 ადამიანი.


