ბოლო 24 საათში საქართველოში Covid -19-ით უფრო მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ვიდრე აზერბაიჯანში
14/09/2020 06:07:37 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში Covid -19-ით უფრო მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ვიდრე აზერბაიჯანში. დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აზერბაიჯანში კი – 155.
საქართველოში კოვიდ–ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 1392 გახდა.
კარანტინის რეჟიმშია 5882 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 390 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 19 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.


