Accentnews.ge
ახმეტაში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ახმეტაში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

14/09/2020 05:50:21 საზოგადოება

ახმეტის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით კიდევ 15 ადამიანი დაინფიცირდა. შემთხვევების მატების გამო, სოფელ მატანის შესასვლელში დაიდგა სპეციალური კარავი, სადაც დილიდან დაიწყო ადგილობრივ მცხოვრებთა ტესტირება.

მიმდინარეობს თერმოსკრინინგიც. ეპიდემიოლოგთა ჯგუფი კი ინფიცირებულთა კონტაქტებს იკვლევს.

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში კორონავირუსის პირველი შემთხვევის შესახებ ცნობილი გახდა 11 სექტემბერს. ინციფირებულ მამაკაცს 5 სექტემბერს ქორწილი ჰქონდა გორში, საიდანაც მშობლიურ სოფელში დაბრუნდა. 12 სექტემებრს კორონავირუსი დაუდასტურდა მის მშობლებსაც.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 2227-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 1369 ადამიანი, ხოლო 19 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S