Accentnews.ge
ესპანეთი გეგმავს, წლის ბოლომდე გაახანგრძლივოს შეზღუდვა, რომელიც პანდემიის საბაბით დამქირავებელს დაქირავებულის სამსახურიდან გათავისუფლებას უკრძალავს

ესპანეთი გეგმავს, წლის ბოლომდე გაახანგრძლივოს შეზღუდვა, რომელიც პანდემიის საბაბით დამქირავებელს დაქირავებულის სამსახურიდან გათავისუფლებას უკრძალავს

14/09/2020 05:36:15 მსოფლიო

ესპანეთი გეგმავს, 2020 წლის 31 დეკემბრამდე გაახანგრძლივოს შეზღუდვა, რომელიც პანდემიის საბაბით დამქირავებელს დაქირავებულის სამსახურიდან გათავისუფლებას უკრძალავს, – იუწყება Reuters.

მისივე ცნობით, აკრძალვის გახანგრძლივების მიზნით მინისტრები ამჟამად მოლაპარაკებებს აწარმოებენ პროფკავშირებსა და ბიზნეს ჯგუფებთან.

შეგახსენებთ, რომ შეზღუდვა, რომელიც პანდემიის საბაბით დამქირავებელს დაქირავებულის სამსახურიდან გათავისუფლებას უკრძალავს, ესპანეთის მთავრობამ მარტში მიიღო.

ესპანეთი დასავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობით პირველ ადგილს იკავებს.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19–ის 566 000–ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, ვირუსს 29 747 ადამიანი ემსხვერპლა.

ცნობისთვის: მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა როდენობამ 928 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 29 184 000–ზე მეტი ადამიანი, 21 031 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 2227-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 1369 ადამიანი, ხოლო 19 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S