Accentnews.ge
ბოლო 24 საათში მსოფლიოში Covid-19-ით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

ბოლო 24 საათში მსოფლიოში Covid-19-ით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

14/09/2020 04:45:39 მსოფლიო

ბოლო 24 საათში მსოფლიოში Covid-19-ით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. კერძოდ, დღე–ღამის განმავლობაში კორონავირუსის 307 930 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია პანდემიის დაწყების დროიდან.

შემთხვევების ყველაზე მეტი რაოდენობა, 94 372 ახალი შემთვევა, ინდოეთში გამოვლინდა, აშშ-ში - 45 523, ბრაზილიაში კი - 43 718.

რაც შეეხება ფატალურ შემთხვევებს, საერთო ჯამში, მსოფლიოში Covid-19–მა 917 417 ადამიანი იმსხვერპლა.

ჯანმო-ს ინფორმაციით, ინფიცირების შემთხვევების რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი ბოლოს 6 სექტემბერს დაფიქსირდა, როდესაც მსოფლიოში 306 857 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ყველაზე მეტი ფატალური შემთხვევა კი 17 აპრილს დადასტურდა, როდესაც ვირუსს 12 430 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 2227-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 1369 ადამიანი, ხოლო 19 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S