Accentnews.ge
ისრაელის მთავრობამ ქვეყნის ხელმეორედ ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო

ისრაელის მთავრობამ ქვეყნის ხელმეორედ ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო

14/09/2020 04:38:41 მსოფლიო

ისრაელის მთავრობამ ქვეყნის ხელმეორედ ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო.საყოველთაო კარანტინი 19 სექტემბრიდან ამოქმედდება და სამ კვირას გასტანს.

შეზღუდვები ითვალისწინებს: დახურულ სივრცეებში 10-ზე, ღიაში კი-20-ზე მეტი ადამიანის შეკრების აკრძალვას, სკოლებისა და სავაჭრო ცენტრების დახურვას. ამასთან, მოქალაქეებს თავიანთი საცხოვრებელი ადგილებიდან მხოლოდ 500 მეტრის რადიუსით შეეძლებათ გადაადგილება, გამონაკლისი მხოლოდ სამსახურში წასვლის შემთხვევაში დაიშვება. გარდა ამისა, არასამთავრობო ოფისებსა და ბიზნესებს შეუძლიათ კარანტინის პერიოდში ღია დარჩნენ, თუმცა მომხმარებლების მიღების უფლება არ ექნებათ.

ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება ბოლო პერიოდში გამწვავდა, კოვიდ–ინფიცირებულთა დღიური რაოდენობა 3000-დან 5 000-მდე მერყევობს.

ცნობისთვის: ბოლო მონაცემებით, ისრაელში კორონავირუსის 153 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, Covid-19-მა1 108 ადამიანი იმსხვერპლა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S