Accentnews.ge
პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ მშენებლობაზე დასაქმებულ კოვიდ–ინფიცირებულ პირს სამსახურის თანამშრომლებთან შეხება არ ჰქონია

პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ მშენებლობაზე დასაქმებულ კოვიდ–ინფიცირებულ პირს სამსახურის თანამშრომლებთან შეხება არ ჰქონია

13/09/2020 10:17:21 საზოგადოება

სპეციალური პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ ლაითურის პენიტენციური დაწესებულების მშენებლობაზე დასაქმებულ პირს, რომელსაც COVID-19 დაუდასტურდა, პატიმრებთან და იუსტიციის სამინისტროს, თუ პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებთან შეხება არ ჰქონია.

„სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ტელეკომპანია „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ოზურგეთის რაიონის დაბა ლაითურში პენიტენციური დაწესებულების მშენებლობაზე დასაქმებულ პირს, რომელსაც კოვიდ-19 დაუდასტურდა, კონტაქტი ჰქონდა იუსტიციის სამინისტროს მაღალჩინოსნებთან. პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს ამ ინფორმაციას და განმარტავს, რომ მიმდინარე წლის 12 სექტემბერს ვირუსი დაუდასტურდა იმ სამშენებლო კომპანიის თანამშრომელს, რომელიც ლაითურში პენიტენციური დაწესებულების მშენებლობაზეა დასაქმებული (ელექტრომონტიორი). თუმცა, ვინაიდან ეს არის მშენებარე დაწესებულება, იქ დასაქმებულ პირს არანაირი შეხება არ აქვს არც პატიმრებთან, არც იუსტიციის სამინისტროს ან პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლებთან. აღსანიშნავია ისიც, რომ მშენებარე დაწესებულების გარე პერიმეტრს იცავს გარე დაცვის სამსახური, რომლის თანამშრომლები მხოლოდ პერიმეტრზე მორიგეობენ და სპეციალური დამცავი საშუალებებით არიან აღჭურვილნი (პირბადე, ხელთათმანი და ა.შ.)“,– ნათქვამია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S