კახეთში სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა
13/09/2020 07:37:56 საზოგადოება
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ლაგოდეხის სამმართველოს თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
მას აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს.
შსს-ს ინფორმაციით, მესაზღვრე ბათუმიდან 10 სექტემბერს დაბრუნდა, თუმცა მას კონტაქტი სხვა თანამშრომლებთან არ ჰქონია.
ინფიცირებული თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს. ინფიცირების წყარიო ჯერჯერობით უცნობია, წყაროსა და კონტაქტების დადგენის მიზნით, ეპიდკვლევა მიმდინარეობს.


