Accentnews.ge
როგორ ნაწილდება COVID 19-ის ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით

როგორ ნაწილდება COVID 19-ის ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით

13/09/2020 06:55:31 საზოგადოება

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის 152 ახალი შემთხვევა ძირითადად აჭარას, იმერეთს და სამეგრელოს უკავშირდება.

კერძოდ, ეზუგბაიას თანახმად, 90 შემთხვევა დადასტურდა აჭარაში, 15 ქუთაისის 32 სკოლის შემთხვევებია, 15 – ენგურჰესის თანამშრომლებს უკავშირდებათ, 15 – ინფიცირებულთა კონტაქტია, 4 შემოტანილი, ხოლო 11 პაციენტის ინფიცირების წყაროსა და კონკაქტების დადგენის მიზნით კვლევა გრძელდება.

სადღეისოდ კოვიდ–ცენტრებსა და სპეციალურად გამოყოფილ სასტუმროებში 831 პაციენტი მკურნალობს და მეთვალყურეობს. მათგან კრიტიკულად მძიმეა 4 პაციენტის მდგომარეობა, 25 კი– მძიმე.

განახლება

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლის ცნობით, 277 პირი იმყოფება ამ დროისთვის ჰოსპიტალურ ქსელში, მათგან 80–მდე ასიმპტომურია.

მისი თქმით, ახალი შემთხვევები უკვე შიდა გადაცემას უკავშირდება, რაც გულისმხობს იმას, რომ ვირუსი საზოგადოებაში ცირკულირებს:.

"დადსტურებული შემთხვევების დიდი ნაწილი ინფიცირებულებთან კონრაქტებია, ამიტომ მუშაობა კონტაქტების მიმართულებით მიდის".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S